საზოგადოება
გამომძიებლები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გადამზადდებიან
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო.
მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართულებით გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

სპეციალიზაციის ინტენსიური კურსი ამჯერად ყვარელში, სასტუმრო "ლოპოტა რეზორტში" მიმდინარეობს. მას  სახალხო დამცველის მოადგილე, ფსიქოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები უძღვებიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხუთდღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქოლოგიურ საკითხებს.
უწყების ცნობითვე, პირველ ეტაპზე, იმ ტერიტორიული ერთეულების გამომძიებელთა სპეციალიზაცია მოხდება, სადაც ოჯახური დანაშაულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია . სპეციალიზაციის კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგამოძიებო სტრუქტურას ეტაპობრივად მოიცავს.







| Print |
FaceBook Twitter Google