საზოგადოება
ცურვაში გამარჯვებულები მედლებით და დიპლომებით დააჯილდოეს
გუშინ გამართულ კახეთის ღია პირველობაზე ცურვაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ასაკობრივ ჯგუფში, ორი ოქრო, სამი ბრინჯაო და ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

დღეს ისინი კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა და სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოეს.
„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო გურჯაანის სპორტული ცენტრის აქტივობა და საცურაო აუზის მნიშვნელობა გურჯაანისთვის და მთლიანად კახეთისთვის. ბავშვებს და არამარტო მათ შესაძლებლობა მიეცათ სპორტის ამ სახეობაში განავითარონ თავიანთი მონაცემები, აჩვენონ მთელ საქართველოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს - მთელ მსოფლიოს, რომ გურჯაანში მომავალი ჩემპიონები იზრდებიან,“-აღნიშნა ზურაბ არსენიშვილმა.

დაჯილდოების ბოლოს ბავშვებმა სიმბოლურად ტორტი გაჭრეს. შეჯიბრის საერთო შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google