საზოგადოება
ნუცუბიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის პრობლემა 2018 წელს ვერ მოგვარდება
გურჯააანში, ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია გზის მოასფალტებას ითხოვს. მათი თქმით, პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
-„თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობაა ჩვენს ქუჩაზე. ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართეთ და ვუთხარით ჩვენი გასაჭირი, კარგი იქნება თუ დროულად მოაგვარებენ პრობლემას. მანქანით კი არა, ფეხითაც გვიჭირს გადაადგილება. ზაფხულში მტვერში ვიხრჩობით, წვიმის დროს კიდევ ტალახში.“-აღნიშნა დარეჯან უტიაშვილმა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში განუცხადეს, 2018 წელს ამ ქუჩის მოასფალტება დაგეგმილი არ არის.

მოგვარდება თუ არა პრობლემა მომავალ წელს მაინც, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მიმდინარე წლის ბოლოს, განსახორციელებელი პროექტების ნუსხას განსაზღვრავენ.

| Print |
FaceBook Twitter Google