საზოგადოება
ველისციხესა და ვაჩნაძიანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
5 მაისს სოფელ ველისციხის და 6 მაისს სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიებში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. მედიკოსები პაციენტებს 10 :00 დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან.

„ მათ შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ შემდეგი სახის გამოკვლევები: მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოლოგიური გამოკვლევა და სისხლში საქრის დონის განსაზღვრა. მსგავსი აქციები, მომავალში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება.“-განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.
აქცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველოს წითელი ჯვრის" თანამაშრომლობით ტარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google