საზოგადოება
ახაშნის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის 467 280 ლარია გათვალისწინებული
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარი უკვე წლებია დაზიანებულია. ადგილობრივები პრობლემის გადაჭრას ითხოვენ.

„იმდენად ცუდი გზაა, ტაქსის მძღოლებს აქეთ ამოვლა არ უნდათ. ხშირად შემქმნია პრობლემა და ფეხით ამოვსულვარ სახლში. გაზაფხულზე წვიმის დროს გუბეები დგება. სკოლა აქვეა და ბავშვები ამოსვრილები დადიან. წლებია ასეთი მდგომარეობაა. სოფლის ცენტრია და მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქეთ უწევს სიარული. იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება.“-აღნიშნა ახაშნის მკვიდრმა ნინო კობიაშვილმა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს ახაშნის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა.
„ახაშნის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის 13,5%-იანი თანამონაწილეობით განხორციელდება. სატენდერო თანხა 467 280 ლარია.“
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google