საზოგადოება
თუშეთში ათი ციხე-სოფლის რეაბილიტაცია იგეგმება
თუშეთში ათი ციხე-სოფლის აღწერა, შემდეგ კი მათი რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი. კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის. ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია, შემდგომში კი სრული რეაბილიტაცია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საინვენტარიზაციო კვლევითი სამუშაოები შემდეგ ციხე-სოფლებს ჩაუტარდება: ძველი დიკლო, ძველი გირები, ჭონთიო, ხეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ამისთვის კი პირველ ეტაპზე 400 ათასი ლარია გამოყოფილი, რათა მოხდეს აღწერა.
"ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში იქნებიან ჩართული ახალგაზრდები, სტუდენტები და ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები, შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის საფუძველზე და რა თქმა უნდა პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი ძეგლების რეაბილიტაცია“, - განაცხადა მან.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე
მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
12:43 / 21.08.2019
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ
მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის
საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის
სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
17:29 / 20.08.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით,
აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
11:31 / 20.08.2019
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა
დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
11:04 / 20.08.2019
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების
რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
18:42 / 19.08.2019
სხვა ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
15:40 / 31-07-2019
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.