საზოგადოება
წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეძლებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოიხადონ.
მისი თქმით, ეს რეფორმა მოაგვარებს იმ ახალგაზრდების პრობლემას, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ. 

"ყოველწლიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. ისინი არ მიდიან ჯარში, არ უნდათ აიღონ იარაღი და ასე შემდეგ. ჩვენთან არ არის იარაღის აღების ვალდებულება. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოისურვებენ გააგრძელონ სამსახური სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, შემდგომში ისარგებლებენ გარკვეული პრივილეგიებით", - განაცხადა მღებრიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google