საზოგადოება
„ილია-ევროპელი“- გამოფენა გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოფენა „ილია-ევროპელი“ გაიხსნა.

გამოფენაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს ეძღვნება, წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილიას მასალები, ხელნაწერები, საარქივო დოკუმენტები და ფოტომასალა.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ზაზა აბაშიძის განცხადებით, ექსპონატები გურჯაანში ერთი კვირის მანძილზე დარჩება.
„ეს არის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლითაც უნიკალურ მასალებზე დაყრდნობით ილია ჭავჭავაძე წარმოჩენილია , როგორც ევროპული დონის მოაზროვნე რომელიც კარგად იცნობდა ევროპას, ევროპული დემოკრატიის საფუძველს. ის იყო პირველი მქადაგებელი ევროპული გზის. ამ გამოფენით ჩვენ მთელ საქართველოს მოვიცავთ.“

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და ააიპ სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.


| Print |
FaceBook Twitter Google