საზოგადოება
ბოლო 3 თვეში საქართველოში ავარიას 107 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, სიმთვრალით 54 ავარია იყო გამოწვეული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში  107 ადამიანი დაიღუპა და 1986 დაშავდა.

გასულ წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან სიმთვრალით გამოწვეული იყო 160. დაიღუპა 517 და დაშავდა 8461 ადამიანი.


| Print |
FaceBook Twitter Google