საზოგადოება
ჩაფიძის გულის ცენტრის უფასო სამედიცინო აქცია გურჯაანში
გურჯაანში, კურორტ "ახტალაზე“, " აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
პაციენტებს საჭიროების შესაბამისად კარდიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. 

სამედიცინო აქცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

-"ჩაფიძის გულის ცენტრი ყოველთვის მზად არის, მსგავსი აქციები კიდევ გააგრძელოს საქართველოს მასშტაბით. ორი წლის განმავლობაში უკვე 60 საქველმოქმედო ღონისძება ჩატარდა. გურჯაანში 150 -მდე ადამიანმა ისარგებლა ჩვენი უფასო მომსახურებით. ყველას მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები და დანიშნულებები."-აღნიშნა "აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, კარდიოლოგმა ბონდო მაკარაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google