საზოგადოება
ავარია თელავში - დაშავდა ორი ადამიანი
თელავში "ფორდის" მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მგზავრმა და მძღოლმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
| Print |
FaceBook Twitter Google