საზოგადოება
გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნეს
გურჯაანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე კიდევ ერთხელ იზეიმეს. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ, მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

-" ომის დროს დავიჭერი, მარცხენა თვალი და ხელი დამიზიანდა. სიკვდილს ძლივს გადავურჩი. დღეს ფაშიზმზე გამარჯვებას ვზეიმობთ,  ვულოცავ ყველას ამ დიდ, სასიხარულო დღეს."- აღნიშნა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა იოსებ ბეციაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, გურჯაანს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 10 ვეტერანიღა შემორჩა.  ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათ 300 ლარი გადასცა.

-"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ფაშიმზე გამარჯვებას მთელი მსოფლიო ზეიმობს. მინდა აღვნიშნო იმ ქართველების როლი, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში. გურჯაანელებს ომის 10 ვეტერანიღა შემორჩა, მათ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 300 ლარი გადასცა."

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგშვილის თქმით,  საზეიმო ღონისძიებები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

-"გურჯაანში დიდების მემორიალი არა მარტო ამ მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვისაც ერთ-ერთი შემკრები ადგილია. დღეს ვიყავი პანკისშიც, სადაც ასევე გაიმართა საზეიმო ღონისძებები. 9 მაისი ეს არის ხსოვნის,  ცოცხალი ვეტერანების დაფასებისა და მომავლისკენ სწრაფვის დღესასწაული."


დღეს, „დიდების საბრძოლო მემორიალურ“ მუზეუმში ომის თემაზე წარმოდგენილი იყო ექსპოზიციები, ღია ცის ქვეშ მოეწყო ფოტოგამოფენა .

ამფითეატრის სცენაზე კი, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.





| Print |
FaceBook Twitter Google