საზოგადოება
„სცენაზე მხოლოდ ვაჟები“- კონცერტი გურჯაანის სამუსიკო სკოლაში
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში გაიმართა მეგობრული შეხვედრა სახელწოდებით -„სცენაზე მხოლოდ ვაჟები“.

როგორც ჩვენთან საუბარში სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა რუსუდან ჩიტაურმა განაცხადა, მონაწილეობის მისაღებად სამი მუნიციპალიტეტის ვაჟი შემსრულებლები ჩამოვიდნენ.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სცენაზე ვაჟების გამოსვლით დაგვეწყო მეგობრული შეხვედრები. მომდევნო შეხვედრას გამართავენ გოგონებიც. ჩვენ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩავატარეთ ვაჟების კონცერტი, წელს, განმეორება რომ არ მოგვეხდინა, ვიფიქრეთ, სხვა რაიონების შემსრულებლებიც მოგვეწვია. ეს იქნება კახეთის რეგიონის სკოლების ურთიერთობის ერთგვარი აღდგენა. აქ იყო ყველა მიმართულება: საფორტეპიანო, საორკესტრო განყოფილება, ხალხური და ა.შ. ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. ეს არც კონკურსია და არც ფესტივალი, ეს არის მეგობრული შეხვედრა. ყველა მონაწილეს გადავეცით სიგელი.“

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხისა და ყვარლის სამუსიკო სკლების ვაჟი შემსრულებლები, ასევე გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღის აღსაზღრდელები.

| Print |
FaceBook Twitter Google