საზოგადოება
ყვარელში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები - გავაზი, მთისძირი, გრემი და ჭიკაანი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ გავაზსა და ჭიკაანში, სადაც სტიქიამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ,  სეტყვა და ქარი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. ისინი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დაგვიანებით გამოყენებაზე საუბრობენ.

"სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები დროულად  არ გაისროლეს. ნახევარი საათი გრძელდებოდა სტიქია. ყველაფერმა რომ გადაირია, მერე ისროლეს რამდენიმე. ასე სპეციალურად იქცევიან ალბათ, რომ მეტად გაჭირვებულები ვიყოთ. ბანკის ვალები გვაქვს, ამ დრომდე ხელისუფლებიდან არავინ მოსულა, იქნებ მოგვხედოს ვინმემ."- განაცხადა გავაზის მკვიდრმა არჩილ ბეგაშვილმა.

დღეს სტიიქის ზონაში იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ადგილობრივების მსგავსად, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დაგვიანებით გამოყენებაზე საუბრობს და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის უფროსი გიორგი ბოტკოველი.

მოსახლეობის და ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ გავაზის ადმინისტრაციულ ერთეულში ავთანდილ ცუკოშვილი. მისი განცხადებით, ზარალის დამთველელი კომისია სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობს. რაც შეეხება სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების დაგვიანებით გამოყენენას, ის ამ ბრალდებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

თუმცა როდის და რა ფორმით მოხდება ზარალის ანაზღაურება,  ამ დროისთვის უცნობია.



| Print |
FaceBook Twitter Google