საზოგადოება
ვაჩნაძიანში ისტორიული ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების აქცია გაიმართა
სოფელ ვაჩნაძიანში ე.წ. პალატების (სასახლე) ტერიტორია ეკალ-ბარდისგან და ხეებისაგან გაასუფთავეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ვაჩნაძიანის პალატები(სასახლე) ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია (IX ს), რომლის მსგავსი საქართველოში თითებზეა ჩამოსათვლელი.
„პალატები ორსართულიანი გრანდიოზული ნაგებობაა (სიგრძე-30 მ,სიგანე 15 მ). ნაშენია რიყის ქვებითა და კვადრატული აგურით კირის
ხსნარზე. სასახლის პირველი სართული,სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა,ხოლო მეორე სართულიიყო სტუმართა მისაღები.გადმოცემით,აქ ყოფილა სასულიერო აკადემია,რომლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ. პალატები(სასახლე) არის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი,რომელსაც ბევრი ადამიანი სტუმრობს. მის მახლობლად დგას,წმინდა მარინეს ეკლესია,რომელსაც მეცნიერები სასახლის კარის ეკლესიად მიიჩნევენ .მინდა მადლობა გადავუხადო, აქციის მონაწილეებს თანადგომისათვის.“

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მერიის საჯარო მოხელეები და ადგილობრივი მოსახლეობა.

| Print |
FaceBook Twitter Google