საზოგადოება
კრიტიკული შეუსაბამობის გამო საგარეჯოსა და ახმეტაში 5 საბავშვო ბაღი დაიხურა
საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღს, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
დარღვევები აღმოჩნდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურისა და კაკაბეთის N1 საბავშვო ბაღებში, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში, აწყურსა და ქვემო ალვნის N2 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამზარეულოებში არაეფექტური ვენტილაციის გამო კელდებისა და ჭერის დაზიანება ობის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა ხდებოდა.

აღნიშნული დარღვევის გამო, საბავშვო ბაღები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. მიეცათ მითითება და გარკვეული დრო გამოსასწორებლად. 





| Print |
FaceBook Twitter Google