საზოგადოება
ქართველი ემიგრანტები პირადობის მოწმობას უფასოდ, ხოლო პასპორტს ფასდაკლებით მიიღებენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებისა და დახვეწის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური აქცია დაიგეგმა.
წულუკიანის ცნობითვე, 3 თვის განმავლობაში, უცხოეთში მცხოვრები ქართველები ID ბარათის აღებას უფასოდ შეძლებენ, ხოლო პასპორტს 2 თვის განმავლობაში 130 დოლარის ნაცვლად 50 აშშ დოლარად მიიღებენ.

აქციის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ დაწესდება. შეღავათებისთ სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს საკონსულოებს უნდა მიაკითხონ.


| Print |
FaceBook Twitter Google