საზოგადოება
კახეთის რომელი მუზეუმები შეუერთდება აქციას "ღამე მუზეუმში“
კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია - "ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს.
აქციაში კახეთის შემდეგი მუზეუმები ჩაერთვებიან - გრემისა და სიღნაღის მუზეუმები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი, თელავის ისტორიული მუზეუმი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე
რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი, ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, სიღნაღში სანდრო მირიანაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მუზეუმები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

დეტალური ინფორმაცია აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.



| Print |
FaceBook Twitter Google