საზოგადოება
პრემიერმა თელავში რეაბილიტირებული ბატონის მუზეუმი გახსნა
თელავში ბატონის ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. მუზეუმი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
,,თელავს, კონკრეტულად კახეთს, შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მუზეუმი, კულტურული სივრცე და ეს გახლავთ ბატონის ციხის მუზეუმი, რომელიც არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კომპლექსის შემადგენელი ნაწილი და მე მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თელაველებისათვის ერეკლე მეორის სახელი, მისდამი პატივის მიგება და პირველ რიგში თელქველებს გილოვავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს და რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს.," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა.

ბატონის მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სა ქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, რისთვისაც 10,9 მლნ ლარი დაიხარჯა.

მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის.



| Print |
FaceBook Twitter Google