საზოგადოება
უფასო სამედიცინო აქცია კაჭრეთში
დღეს სოფელ კაჭრეთში, „სამედიცინო კორპარაცია ევექსისის“ ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.
პაციენტებს დილიდან მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს უწევდენენ "ევექსის" სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალი სტები - თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ოკულისტი, ქირურგი, უროლოგი, ონკოლოგი (მამოლოგი), ოტორინოლარინგოლოგი, კარდიოლოგი და ნეიროქირურგი. ასევე, ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია. უფასო სამედიცინო გამოკვლევები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა და სხვა სოფლებშიც იგეგმება.


| Print |
FaceBook Twitter Google