საზოგადოება
შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, შს სამინისტრო მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

“მინდა გითხრათ რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ეს არის ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ გამეორების ნაწილში ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ცივი იარაღი არის საკმაოდ სეროიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ“, - განაცხადა მან.




| Print |
FaceBook Twitter Google