საზოგადოება
ეროვნული სამოსის დღე გურჯაანში
გუშინ გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა, ძველი ქართული ფილმებიდან გაცოცხლებული ეპიზოდები იხილეს. სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნატო ვაჩნაძისა და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტო არქივი.მე-19 საუკუნის საქართველოში მოგზაურობასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის კახური ღვინო. ყველა სტუმარი ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google