საზოგადოება
"ღამე მუზეუმში" - აქციას თელავის ისტორიული მუზეუმიც უერთდება
აქციას "ღამე მუზეუმში" წელს თელავის ისტორიული მუზეუმიც შეუერთდება. თელავის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებები ღია ამფითეატრში დღეს,  21:00 საათიდან დაიწყება.
"იმის გამო, რომ გასული ორი წლის განმავლობაში თელავის ისტორიული მუზეუმი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ ფუნქციონირებდა, აქციაში წელს ჩაერთვება. ღონისძიებები საღამოს 9 საათიდან დაიწყება. ამფითეატრის სცენაზე გამოვლენ ადგილობრივი ბენდები.  მუზეუმი მზად არის დამთვარიელებელს უმასპინძლოს ." - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google