საზოგადოება
თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღსადგენად გზის წმენდა გრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დიდი მონაკვეთი უკვე გაწმენდილია.
უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება გზის 56-ე კილომეტრს, ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზის გასაწმენდად შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება.შეგახსენებთ, რომ თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ზამთრის პერიოდში, კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. კლდოვანი მასის ჩამოსვლა რამდენჯერმე განმეორდა, რამაც არსებული ვითარება კიდევ უფრო გაართულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამსახურები, გზის აღდგენითი სამუშაოს დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებენ სტიქიის ზონის მონიტორინგს. პარალელურ რეჟიმში, გზის აღსადგენად ოპტიმალური ვარიანტის შერჩევისთვის, საპროექტო სამუშაო მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google