საზოგადოება
რა ღონისძიებები ჩატარდება კახეთში 26 მაისს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები კახეთშიც გაიმართება.

გურჯაანი: დიდების მემორილი
12:00 დან 18 :00 საათამდე- დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატების გამოფენა; ხალხური რეწვის ნამუშევრების და ნახატების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა; საქართველოს ფოსტის ინსტალაცია და შშს-ს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გამოფენა;
13:00 - ეროვნული გმირების კომპოზიცია; ფარიკაობა; ლაშა ღლონტისა და მეგობრების კონცერტი;
14:00 - სპორტული შეჯიბრება - ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და ჭადრაკი; პატარა სტუმრებისათვის მეცნიერების შოუ და ვირტუალური სამყარო;
15:00 - ფოლკლორული ანსამბლი ,,ხარება“ -ს კონცერტი ;
16:00-17:00 - ფოლკლორული ანსამბლის „გურჯაანი და ბიჭუნები“, ქორეოგრაფიული ანსამბლისა და „მრავალჟამიერის“ კონცერტი ;
18:00 - გურჯაანის კულტურის ცენტრში დამოუკიდებლობის თემაზე დოკუმენტური ფილმის ჩვენება;


ახმეტა:
11:30 - საზეიმო მსვლელობა ქალაქის ცენტრისკენ
12:00 - საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის ყვავილებით შემკობა
12:15 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა
12:30 - საზეიმო კონცერტი (ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული, საესტრადო ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით), ჭადრაკის ტურნირი, მკლავჭიდის ტურნირი.
15:30 - სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება
16:00 - ახალგაზრდული გასართობი ღონისძიება

დედოფლისწყარო:
11:00- ღონისძიება ,,დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“ დედოფლისწყაროს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში .
რუსთაველის ქუჩა:
12:00 ,,პურის, ღვინისა და ფოლკლორის ფესტივალი“ . ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა- ,,წარმოებულია დედოფლისწყაროში“.
სპორტული ღონისძიებები: ბაგირის გადაწევა, მკლავჭიდი, სწრაფი ჭადრაკი, მარათონი, ქართული ჭიდაობა.სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა.
15 :00- კულტურის სახლში ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
15:30-კულტურის სახლის ეზოში მაგიდის ჩოგბურთი.
16:00- გალა-კონცერტი.
20:00-ახალგაზრდული გასართობი ღონისძიება
22:30 -ფოიერვერკი.

თელავი: ცენტრალური მოედანი
12:00 - ღონისძიების ოფიციალური გახსნა: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
12:00 – 20:00 საათამდე: სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, ღვინის მოედანი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა - გაყიდვა,
ქართული თონე, პურის ცხობის მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა:
12:00 -17:00 ქართული ღვინის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა კინოთეატრი ღია ცის ქვეშ:
12:00 – 17:00 შემეცნებითი ლექცია - სემინარები ქართულ ღვინოზე , დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
12:00 – 20:00 გამოფენა „ქართული ღვინო“
12:00 – 17:00 საბავშვო ქალაქი მოედანზე: მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა, მხიარული სტარტები, გმირები,სახეზე მოხატვა, სპორტული შეჯიბრი, მხიარული კარნავალი.
12:00 – 17:00 დღის საკონცერტო პროგრამა:
12:00 თელავთან დამეგობრებული ლიტვის რესპუბლიკის ქ. ანიკშჩაის ფოლკლორული ანსამბლის ღონისძიება
12:20 თელავთან დამეგობრებული ბელარუსის რესპუბლიკის ქ. გლუბოკოეს ფოლკლორული ანსამბლის ღონისძიება
12:40 – 14:00 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ფოლკლორული ანსამბლის - ,,პატარა კახი" და მერიის სიმღერისა და ცეკვის სტუდიის ღონისძიება
14:00 – 19:00 ჯგუფების - „სტუმრები“ და „შავფაროსნები“ პროგრამა
17:10 -საქართველოს ჰიმნი ქალთა კამერული გუნდის „კახეთის ჰანგები“-ს შესრულებით და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლის საზეიმო აღნიშვნა
20:00 - გალა კონცერტი: ანსამბლი „ქართული ხმები“, ნინი ქარსელაძე და ქუჩის ბიჭები, ჯგუფი „ფრანი“ . 21:00 - ფოიერვერკი.

ლაგოდეხი:ცენტრალური სკვერი
15:00 - დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი სურათების გამოფენა; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; 16:00 - მუნიციპალიტეტში არსებული სამსახურების სიმულაციური სტენდების წარმოდგენა/დათვალიერება; 17:00 - საბავშვო თეატრის წარმოდგენა; 19:00 - გალა - კონცერტი.

საგარეჯო: ცენტრალური მოედანი
11:00 კულტურის სახლის მცირე დარბაზში ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა.
12:00 საზეიმო მსვლელობა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდების მონაწილეობით,საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით პატივისმიგება. ქ. საგარეჯოს მემორიალური დაფის ყვავილებით შემკობა.
12:30 სპორტული ღონისძიებები: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ჭადრაკი და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ველორბოლა.
13:00 საზეიმო კონცერტი საგარეჯოს კულტურის სახლში

სიღნაღი:
10:00 - საბავშვო ზღაპრები თეატრში
12:00 - ქართული ჭიდაობა
12:30 - საზეიმო მსვლელობა ქალაქში
13:00 - გალა-კონცერტი ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული ანსამბლების მონაწილოებით

ყვარელი: ილიას ტბა
12:00 - 26 მაისის თემატური ფოტოების გამოფენა; ადგილობრივი მხატვრების ნახატებისა და ნაქარგების გამოფენა
14:00 ასფალტზე ხატვა, ადგილობრივი ნაწარმის კუთხე (ღვინის დეგუსტაცია..)
15:00 ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების და მოწვეული მომღერლების კონცერტი
17:00 ტურნირი ბოქსში და შერეული ბრძოლები.

| Print |
FaceBook Twitter Google