საზოგადოება
კახეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
2018 წლის პირველ კვარტალში კახეთს 20 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, მაშინ როდესაც ეს ციფრი გასული წლის იმავე პერიოდში 15 700-ს შეადგენდა.

თელავში ჩამოსულ ვიზიტორებს საინფორმაციო კონსულტაციას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უწევს.

-„რა თქმა უნდა, ვიზიტორთა რაოდენობამ თელავშიც მოიმატა. ჩვენს ქალაქს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ, მაგრამ უმრავლესობა მაინც რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მოქალაქეა. მათ ძრითადად საინფორმაციო მომსახურებას ვუწევთ, სურვილის შემთხვევაში მარშრუტებს ერთობლივად ვგეგმავთ, ვეხმარებით სასტუმროსა და ტრანსპორტირებასთან დაკავშრებულ საკითხებშიც. ასევე თუ სჭირდებათ კვების ობიექტები და ღვინის მარნები, ამის შესახებაც ვაწვდით ინფორამაციას. მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მოთხოვნაა და ხშირად ინტერესდებიან ახმეტაში, თუშეთის მხარითაც.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან თელავის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განყოფილების უფროსმა მანანა ინაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google