საზოგადოება
გენდერულმა საბჭომ გურჯაანში მერის წარმომადგენლებთან და ბაღის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეხვედრა გაიმართა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორმა ლია ხუროშვილმა, სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ისეთ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ქალთა უფლებები.

-„საბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა, ერთ-ერთი სამოქალქო და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. დღეს, მოვიწვიეთ სოფლებში მერის წარმომადგენლები და სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელები. პირველ ეტაპზე ისინი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ხალხის დიდ მასასთან აქვთ შეხება. შემდეგი შეხვედრები გვექნება ადგილობრივ მოსახლეობასთან, უბნის ექიმებთან და საჯარო სკოლის დირექტორებთან. ჩავატარეთ კვლევა გენდერულ ჭრილში გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გამოიკვეთა პრიორიტეტები, რასაც გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა მოვარგეთ.“- აღნიშნა გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიამ სირბილაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის საკრებულოში გენდერული საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოყალიბდა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გენდერი / საბჭო /