საზოგადოება
ველისციხესთან მომხდარი ავარიისას დაშავებული ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 26 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს ჯეო ჰოსპიტალსში განუცხადეს. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

"მაზდას" მარკის ავტომანქანა ხეს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ავტომანქანის მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით  გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მას ქირურგიული ოპერაცია დღეს დილით ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |
FaceBook Twitter Google