საზოგადოება
გურჯაანში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
გურჯაანში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე  დიდების მემორიალზე აღნიშნეს. მოეწყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატების გამოფენა.
ასევე წარმოდგენილი იყო  ხალხური რეწვის ნამუშევრები და ნახატები,  ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. გაიმართა კონცერტი, სადაც მონაწილეობას ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ.

-"დამოუკიდებლობის დღე გურჯაანიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო. თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. სრულიად საზეიმო განწყობაა ჩვენს ქვეყანაში."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.


საზეიმო ღონისძიებას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილიც ესწრებოდა.

-"მინდა  მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა, ვინც თავისუფლება მოგვიპოვა და დღემდე მოგვიტანა." 


1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის პირველ პუნქტში ეწერა ის, რაზეც საუკუნეების მანძილზე უამრავი ქართველი ოცნებობდა -  „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.

26 მაისის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებიდან 73 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.





| Print |
FaceBook Twitter Google