საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

29 – 30 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. 30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრდუსამდე დაიკლებს, 31 მაისს კი შედარებით გამოიდარებს და ისევ +25, +30 გრადუსამდე დათბება.



| Print |
FaceBook Twitter Google