საზოგადოება
იორმუღანლოს სკოლასთან კარვების აქცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და საპროტესტო აქცია მოაწყეს.

გათავისუფლებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა გურგენიძემ მოსწავლეებს გაკვეთილი სწორედ ამ კარავში ჩაუტარა. მშობლები და ბავშვები მასწავლებლის გათავისუფლებას და ქართული სექტორის მეთორმეტე კლასის მოსწავლეების გამოცდებზე მიღებულ უარყოფით შედეგებს აპროტესტებენ. თუ თეა გურგენიძე სკოლაში არ დაბრუნდება ისინი აპირებენ ფართი იქირაონ და გაკვეთილები სკოლის ნაცვლად იქ ჩაატარონ

| Print |
FaceBook Twitter Google