საზოგადოება
რა ეტაპზეა ბაკურციხე-გურჯაანის გზის მშენებლობა
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და  კახეთის გუბერნატორი გაეცნენ.
აღნიშნული გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზასთან.

-"ამ მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანსა და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. ახალი გზა შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე."- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 2 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა და არსებული ხიდების რეაბილიტაცია.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოზე 100 ადამიანია დასაქმებული.

| Print |
FaceBook Twitter Google