საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვთა დაცვის დღეს გურჯაანში
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს გურჯაანშიც აღნიშნავენ. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით, ღონისძიება კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე პირველ საათზე დაიწყება. „პირველი ივნისის ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება. ახტალაზე მოეწყობა ბავშვებისთვის ოცამდე გასართობი ზონა. გაიმართება მრავალფეროვანი შოუ. იქნება სახეზე მოხატვა, სამაგიდო თამაშები, შეჯიბრებები, პირველი საბავშვო ბაგა- ბაღის ბიჭუნები შეასრულებენ სასიმღერო ნომრებს, მოწვეულები არიან ანიმატორები. ღონისძიება დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. “
ეკა ცისკარაშვილის თქმით, 17:00 საათზე კულტურის ცენტრში „აზდაკის ბაღის“ თეატრი სპექტაკლს გამართავს, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


| Print |
FaceBook Twitter Google