საზოგადოება
თუშეთის გზა სრულად 10 ივნისამდე გაიხსნება
თუშეთისკენ მიმავალი გზა დღეს გაიხსნა - ამის შესახებ speqtri.ge-ს ახმეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა.
-"ამ დილით გზაზე გატარებულ იქნა  როგორც მანქანები, ასევე საქონელი. გზის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები არ შეჩერებულა, ისევ მიმდინარეობს. პერიოდულად იკეტება გზა და სამუშაოები გრძელდება. უახლოეს 10 რიცხვამდე მოხდება სრუალად გახსნა."

ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა ორი წელია ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერისა და მდინარე ალაზნის გადაკეტვის შედეგად წარმოქმნილი ტბის გამო დაგვიანებით იხსნება. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა სეზონურია და გადაადგილება მაისიდან ოქტომბრის ბოლომდეა შესაძლებელი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /