საზოგადოება
გურჯაანში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში სხვადასხვა ღონისძიებებით კურორტ "ახტალის" ტერიტორიაზე აღინიშნა. მოეწყო 20-მდე  გასართობი ზონა. 


-"ყველა ბავშვს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი მათი კარგად ყოფნაა, ამიტომ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ კარგად იგრძნობ თავი.  სწორედ ამ დღისთის,  "ახტალაზე"  20 ლოკაცია მოეწყო, სადაც მათ გართობა შეეძლოთ."-აღნიშნა გურჯაანის მერის მოადგილე ნიკა გეთიაშვილმა.

პატარებს დღეს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სამაგიდო თამაშებსა და სხვადასხვა შეჯიბრებებში.  ღონისძიებას სხვადასხვა მულტფილმის გმირები ალამაზებდნენ.

-"ჩემს მეგობრებთან ერთად მოვედი და კარგად გავერთეთ. მინდა ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ბევრი წარმატება ვუსურვო."- გვითხრა ნინი ოთარაშვილმა.

ცნობისთვის,  ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია მათი კეთილდღეობა უზრუნველჰყოს.
| Print |
FaceBook Twitter Google