საზოგადოება
თელავში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
"ნუ მოკლავ", "დაისაჯოს ყველა დამნაშავე", "ვითხოვთ სამართლიანობას" - ამ ლუზუნგებით იმართება
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია  თელავში. ახალგაზრდები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  არიან შეკრებილები.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს,ჩვენ გვინდა დადგინდეს სიმართლე,ჩვენ ვართ დავით სარალიძის თანატოლები და როდესაც პრობლემა არსებობს, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა,ეს არის ყველა ჩვენგანის პრობლემა."-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნინი ბოჭორძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google