საზოგადოება
ლაგოდეხში მდინარე "შრომის ხევი" ადიდდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე "შრომის ხევი" ადიდდა. როგორც speqtri.ge-ს ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა არ შეუქმნია.
-"უხვი ნალექის გამო მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან. ადგილზე გასულები არიან ჩემი მოადგილეები, შესაბამისი ა.ა.ი.პ.-ის ხელძღვანელი და ტექნიკაც მობილიზებულია. ვითარებას შეისწავლიან და მაქსიმალურად შეეცდებიან შემქნილი მდგომარეობა გამოასწორონ. ამ ეტაპზე რაც ვიცი, მდინარის ადიდებას რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გამოუწვევია."- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, აღნშნული მდინარე 2011 წელსაც ადიდდა, რის გამოც ორი საცხოვრებელი კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.




| Print |
FaceBook Twitter Google