საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი პროექტი განხორციელდება
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი პროექტი განხორციელდება.
ზეგაანსა და ჭერემში შიდა საუბნო გზა მოასფალტდება, ხოლო კოლაგსა და არაშენდაში წყლის ჭაბურღილი მოეწყობა. როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განუცხადა, თანადაფინანსებაში თვითმმართველობაც შევა 13.5%-ით, ხოლო მაღალმთიანი სოფლების შემთხვევაში (არაშენდა და ჭერემი)  5%-ით. 

აქვე გაგაცნობთ რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სხვა 10 პროექტსაც:

- სოფელ ბაკურციხეში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება (სამადაანთ უბანი);
-სოფელ კარდენახში სასაფლაოს გზის მოასფალტება და ცენტრალური გზიდან საუბნო გზებზე ჩასასვლელებში ბეტონის საფარის მოწყობა;
-სოფელ ვეჯინში ჰესის უბნის გზის მოასფალტება;
-სოფელ ჩუმლაყში "კოშკის" სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია;
-სოფელ ახაშენში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;
-სოფელ ველისციხეში ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობა;
-სოფელ გურჯაანში, "ქვემო წითელ უბანში" ჭაბურღილის მოწყობა;
-სოფელ ველისციხეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
-სოფელ მუკუზანში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია;
-ქალაქ გურჯაანში ფურცელაძის ჩიხში არსებული სანიაღვრე-საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია;

ცობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 19 პროექტი გადააგაზავნა. ამ დროისთვის 14-ია დაფინანსებული.





| Print |
FaceBook Twitter Google