საზოგადოება
საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები პირველი ივლისიდან დაიწყება
გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საზაფხულო არდადეგები პირველი ივლისიდან დაიწყება. როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ამ პერიოდში ზაფხულის ჯგუფები იმუშავებს.
„ყველა საბავშვო ბაგა - ბაღში სააღმზრდელო პროცესი 2018 წლის პირველი ივლისიდან შეწყდება. პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე კი, ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ ბაგა-ბაღში, იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებიც დასაქმებულები არიან, მუშაობას ე.წ. ზაფხულის ჯგუფები დაიწყებს. “
მისივე თქმით, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში სექტემბრიდან განახლდება.
| Print |
FaceBook Twitter Google