საზოგადოება
თუშეთში ტურისტული საინფორმაციო ჯიხური გაიხსნება
სერვისების გაუმჯობესების მიზნით, თუშეთში, დაცულ ტერიტორიებზე, ტურისტული საინფორმაციო ჯიხური ივლისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ჯიხური თუშეთის ეროვნულ პარკში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 3 საათის სავალზე, სამხევში განთავსდება.

აღნიშნული პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება. როგორც ორგანზიაციაში ამბობენ, საინფორმაციო ჯიხურში მიღებული მომსახურების ფიქსირებული საფასურის გადახდა ნებაყოფლობითი იქნება.
შეგროვებული თანხა კი  საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნას მოხმარდება.

CENN ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ტურიზმი /