საზოგადოება
წნორსა და საქობოში "ქალთა სახლი" გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორსა და სოფელ ვაქირში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ქალები სამართლიანობისათვის“,  "ქალთა სახლი“ დააფუძნა.
მიზანი ქალების გაძლიერებაა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებში.

-"პროექტის მიზანია, ვიპოვოთ ქალები, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ინტერნეტისა და სხვა კომუნიკაციებზე წვდომის საშუალება. ქალებს ტრენინგების მეშვეობით ვასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, რათა შემდგომში სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს გაუზიარონ მიღებული ცოდნა“ - განაცხადა "ქალები სამართლიანობისათვის“ თავმჯდომარე ნათია ქევხიშვილმა.  



| Print |
FaceBook Twitter Google