საზოგადოება
მემორიალზე ტელესკოპი უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება
გურჯაანში დიდების მემორიალზე, უახლოეს პერიოდში ტელესკოპი დამონტაჟდება. ამ ადგილას საძირკველი უკვე ჩასხმულია. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნიკა გეთიაშვილის ინფორმაციით, მემორიალზე ზაფხულში ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება. მოეწყობა სკამები, დამონტაჟდება ათამდე ვიდეოკამერა და განათება,
„ქალბატონი ლაურა ხარიტონაშვილის ინიციატივით და ჩვენი მხარდაჭერით ტელესკოპი შეიძინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინმა“. მემორიალზე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშოც, დაიდგმება სკამები. არის კიდევ რამდენიმე მიტოვებული სკვერი. ეტაპობრივად ეს ადგილებიც გამწვანდება, სადაც მოსახლეობას მისვლის და დასვენების შესაძლებლობა ექნება.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ აღმასრულებელი დირექტორის ლაურა ხარიტონაშვილის თქმით, ტელესკოპი მაქსიმუმ 10 დღეში დამონტაჟდება.
„ახლად გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებული კონკურსანტი დაამონტაჟებს ტელესკოპს, დადგამს სკამებს, განათებისთვის დაამონტაჟებს დიდ ნათურებს. ველოდებით სათვალთვალო კამერების მონტაჟსაც. უკვე რამდენჯერმე იყო ვანდალიზმის ფაქტი, ამიტომ ძალიან ვფრთხილობთ. “
შეგახსენებთ, რომ დიდების მემორიალზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.



| Print |
FaceBook Twitter Google