საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც.
უწყების ინფორმაციით, 9 – 11 ივნისს წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება თბილისს, აქაც  ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google