საზოგადოება
გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბი ჩამოყალიბდება
გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბები შეიქმნება. შესარჩევი კონკურსი ხვალ კულტურის ცენტრში გაიმართება. მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის, თამარ ფურცელაძის ინფორმაციით, კონკურსი დილის 11 საათიდან დაიწყება, სადაც მონაწილეობის მიღება მუნიციპილატეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეძლებათ.
„დავიწყებთ მხიარულთ და საზრიანთა გუნდის შექმნას. კვირას კულტურის ცენტრში გვაქვს კასტინგი. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება შეჯიბრებები, ბოლოს კი ფინალი. საბოლოდ ჩამოვაყალიბებთ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გურჯაანის ნაკრებს, რომელიც აუცილებლად გასცდება მუნიციპალიტეტის საზღვრებს. “
მისივე თქმით, ფინალური გუნდი, კახეთის რეგიონულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google