საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ავარიისას დაშავებულებს მოინახულებს
გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კობაძეებთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია თელავში მოემგზავრება.
ამის შესახებ speqtri.ge-ს უწყებაში განუცხადეს. ალანია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ დაშავებულებს მოინახულებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google