საზოგადოება
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა
წუხელ მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები მელაანი, ნანიანი, ქოდალო და არაშენდა დააზარალა. სტიქია რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, დაისეტყვა, როგორც საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე სავარგულები.

მისივე თქმით, რამდენიმე წუთში ის დასეტყვილ ადგილებს პირადად მოინახულებს.  თუ რა ზარალი მიაყენა სტიქიამ ადგილობრივებს, ამას სპეციალური კომისია დაითვლის.



| Print |
FaceBook Twitter Google