საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 14 ივნისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ძირითადად მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

შავი ზღვის კურორტებზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. უწყების ინფორმაციით, დღეს დღის ბოლოდან და 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. 13 – 14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება. რაც შეეხება თბილისს, აქაც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 – 14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

| Print |
FaceBook Twitter Google