საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევები ადიდდა და გზები დააზიანა
წუხელ მოსული ნალექის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხევები ადიდდა და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.
სტიქია იყო ძირკოკში, კოლაგში, ვეჯინში, ბაკურციხეში, კარდენახში, შაშიანსა და კალაურში.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ კალაურში, სადაც მოსახლეობას ვენახები დაეტბორა.

-„ამ დროისთვის ტექნიკა მუშაობს და გზა იწმინდება. წყალი როგორც კი დაიკლებს, კაპიტალურად გავაკეთებთ. ტექნიკით გვეხმარება მელიორაცია, საგზაო დეპარტამენტი და კომპანია ბლექ სი გრუპი. აღნიშნულ სოფლებში ადიდებულმა ხევებმა შიდა საუბნო გზები გააფუჭა.
უხვი ნალექის შედეგად სოფლების 60%-ში გზები დაზიანდა. კალაურში ვენახები დაიტბორა. რამდენიმე დღის წინ ამ სოფელში ხევის ნაპირები გავამაგრეთ, მაგრამ უხვი ნალექის გამო მაინც ეს ვითარება შეიქმნა.“ -აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google