საზოგადოება
გურჯაანში ადიდებულმა ნავთის ხევმა ცენტრალური გზა დატბორა
გურჯაანში, ნავთისხევი ადიდდა, რამაც ცენტრალური გზაზე ღვარცოფი გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკა მუშაობს და მაგისტრალი იწმინდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ხევის ადიდებას მოსახლეობისთვის ზარალი არ მიუყენებია.

-„ნავთისხევში ჩავარდნილია ბეტონის რაღაც ნაჭერი. წყალმა ვეღარ გაიარა და ამან გამოიწვია ადიდება. ადგილზე მისულია საგზაო დეპარტამენტი და ვითარებას შეისწავლიან.“

| Print |
FaceBook Twitter Google