საზოგადოება
ლაგოდეხში ევროპის დღეს აღნიშნავენ
16 ივნისს,   14:00 საათზე,   ლაგოდეხის ტყე-პარკში, ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ევროპის დღე აღინიშნება. მოეწყობა „ევროსოფელი“, რომლის ფარგლებშიც შედგება სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა ღია ცის ქვეშ.

ორგანიზაციის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ “ორგანიზებით,   „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. სიმულაციის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობის შესახებ.



| Print |
FaceBook Twitter Google